სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, მაქსიმალურად უზრუნველყოს ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობა

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 15:13

საქართველის სახალხო დამცველი სტუდენტური აქციის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შესახებ  განცხადებას ავრცელებს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მაქსიმალურად უზრუნველყოს ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება და სამართალდამცავთა მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ძალისა და ღონისძიებების პროპორციულობის საკითხი დადგენისთვის მოუწოდებს.

"საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე „ლაბორატორია 1918“- ის მიერ მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური აქციის მიმდინარეობისას მომიტინგეებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის შეხლა-შემოხლასთან დაკავშირებით, რასაც მანიფესტანტების, მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტის დაკავება მოჰყვა.

გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ გარკვეულ შემთხვევებში ხდებოდა ჟურნალისტებისათვის მიმდინარე პროცესების გადაღებაში ხელისშეშლა ან/და შეფერხება. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაქსიმალურად უზრუნველყოს ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება. მით უფრო დაუშვებელია მათთვის რაიმე სახის დაბრკოლებების შექმნა.

აქვე დასადგენი და შესაფასებელია სამართალდამცავთა მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ძალისა და ღონისძიებების პროპორციულობისა და აუცილებლობის საკითხი. ამ მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები აგრძელებენ ინციდენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და უახლოეს დღეებში სახალხო დამცველი გააკეთებს საჯარო განცხადებას მომხდარის სამართლებრივი შეფასების მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ასევე დააკვირდებიან ყველა იმ სასამართლო პროცესს, რომელიც დაკავებული მანიფესტანტების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55