პრემიერ-მინისტრი ქუთაისლებს ქალაქის დღესასწაულს ულოცავს

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 14:35

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ინავიშვილი  ქუთაისლებს ორ მაისობას, ქალაქის დღესასწაულს ულოცავს: "დღეს ქუთაისობაა, ქუთაისის ქალაქის დღესასწაული და მინდა ყველა ქუთაისელს მივულოცო ეს დღე!

2 მაისს, გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს, ზეიმობს ქუთაისი, ქუთაისელები თავისი უძველესი ქალაქის დღეს აღნიშნავენ. მათ ნამდვილად ბევრი აქვთ საამაყო. ქუთაისს სრულიად გამორჩეული ადგილი და როლი აქვს საქართველოს, ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. ქუთაისი ის ქალაქია, საიდანაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანება დაიწყო. ქუთაისი ის ქალაქია, რომელიც საქართველოს სიბრძნისა და სულიერი აღორძინების კერად იქცა და ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრი გახდა. ეს ქალაქი იყო საქართველოს უდიდესი კულტურის ცენტრი, ქუთაისი იყო ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი მსხვილი სამრეწველო ქალაქიც.

ქუთაისელებს მარტო წარსული არ უნდა ჰქონდეთ საამაყო, ქუთაისს აწმყოც ღირსეული უნდა ჰქონდეს და მომავალიც. ჩვენი ხელისუფლება ამ დიდი ტრადიციების ქალაქს დაუბრუნებს ძველ დიდებას"- ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5