სოფლის მეურნეობის მინისტრი არასამთავრობო სექტორის კონტროლქვეშ უნდა მოექცეს - ალექსანდრე ლომოური

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 14:18

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ალექსანდრე ლომოური პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის  თანამდებობიდან გათავისუფლებას მიესალმება.

ლომოურის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბოლო პერიოდში გადაიქცა დიდ ”სუპერმარკეტად”, სადაც გაიყინა დარგის განვითარება. მისივე თქმით, კირვალიძის მუშაობა გამოჩნდა მაშინ, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება ვერ უზრუნველყო.

”სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა ”გაიწმინდოს” და პოლიტიკის გამტარებელ უწყებაში შევიდნენ ისინი, ვინც ფიქრობს ქვეყნის სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე. ” - აცხადებს ლომოური.

მისივე განმარტებით, აუცილებელია არასამთავრობო სექტორის კონტროლქვეშ  მოექცეს მომავალი სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც წინამორბედებისგან განსხვავებით კაბინეტში არ ჩაიკეტება და კარჩაკეტილ პოლიტიკას არ გაატარებს. "ვინც ასეთ პოლიტიკას ატარებს, ის ყოველთვის ტოვებს დაკავებულ თანამდებობას", - აცხადებს ალექსანდრე ლომოური.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44