აგრარულ უნივერსიტეტში მეხილეობის მიმართულებებისა და განვითარების შესახებ ღონისძიება გაიმართება

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 12:52

აგრარულ უნივერსიტეტში, 201 აუდიტორიაში დღეს, 14.00 საათზე, გაიმართება ღონისძიება "მეხილეობის ინსტიტუტი - სამეცნიერო და გამოყენებითი კვლევების მთავარი მიმართულებები და განვითარების ძირითადი ასპექტები".

ღონისძიებაზე უნივერსიტეტის შიდასაუნივერსიტეტო პროექტების ფარგლებში, 2012 წელს განხორციელებული სამეცნიერო კვლევის შედეგების წარდგენა, ასევე სამომავლო გეგმებისა და პერსპექტიული პროექტების გაცნობა მოხდება.

ღონისძიებას დაესწრებიან ფერმერები, მკვლევარები, საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლები, სამინისტროების წარმომადგენლები, საერთაშორისო პროექტების კოორდინატორები, აგრობიზნესით დაკავებული სხვა დაინტერესებული პიროვნებები.

აგრარული უნივერსიტეტი, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში გეგმავს ორდღიანი მოკლე ინტენსიური კურსის მოწყობას მეხილეობაში, რომელიც გამიზნული იქნება როგორც დამწყებ, ასევე კვალიფიციურ ფერმერებზე, აგრონომებზე, სპეციალისტებზე და მეხილეობით დაინტერესებულ სხვა პიროვნებებზე.

სასწავლო კურსის განმავლობაში განხილული იქნება ბაღის გაშენების, ჯიშების შერჩევის, მოვლა-მოყვანისა და შენახვის შემდგომი პირველადი დამუშავების პრაქტიკული და გამოყენებითი საკითხები. თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ლექციებს წაიკითხავენ მეხილეობის ინსტიტუტის ექსპერტები და მოწვეული ლექტორები.

მეხილეობის ინსტიტუტი, რომელიც მეხილეობის მიმართულებით არსებული სამეცნიერო პრობლემატიკის გადაწყვეტის, პრაქტიკული კვლევების გაფართოებისა უნივერსიტეტის პოტენციალის ეფექტურად გამოყენების მიზნით შეიქმნა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს შეიქმნა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52