"უფლებადამცველთა გაერთიანება’’ აქციის დამრბევ პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 12:46

"უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 1 მაისს "ლაბორატორია 1918"-ის აქციის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

როგორც მჟავანაძემ განაცხადა, ახალგაზრდული აქციის მონაწილეთა მიმართ პოლიციელების მხრიდან იყო არაპროპორციული ძალის გამოყენება.

"გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, რაც შესაბამისი სამართალდამცავი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს იძლევა", - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე და აქციის დარბევაში მონაწილე პოლიციელების და მათი ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44