სოფლის მეურნეობის საქმესთან დაკავშირებით, წუხელ კიდევ ერთი პირი დააკავეს

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 11:49

სამართალ-დამცველებმა გვიან ღამით შპს "ტექაგროსერვისის" წარმომადგენელი გივი ქაიხოსროშვილი დააკავეს. მას სოფლის მეურნეობის საქმესთან დაკავშირებით, ყალბი დასკვნის მიღების მიზნით, ექსპერტთა ჯგუფზე ზეწოლა ედება ბრალად.

გივი ქაიხოსროშვილი ბრალს არ აღიარებს.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი ომარ თედორაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი ზაზა მახარობლიძე, შპს "მექანიზატორის" დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი და მისი მოადგილეები - მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე, ასევე აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი ოთარ ქარჩავა გუშინ დააკავეს.

ეჭვმიტანილებს ორმილიონ-ნახევარი ლარის გაფლანგვა, სამსახურებრივი გულგრილობა და ექსპერტებზე ზეწოლა ედებათ ბრალად.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55