"ლაბორატორია 1918"-ის მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით შსს-ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 20:07

სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის მიერ ორგანიზებულ აქციაზე დაკავებულთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის დავით ცინარიძის განცხადებით, სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქციის მიმდინერეობისას საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვა და ერთ-ერთი მოქალაქისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე მანქანა დაზიანდა.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ყველა დაკავებული პირი ხელწერილით არის გათავისუფლებული, ხოლო საქმეზე სამართალწარმოება ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს.

ცინარიძის თქმით, საპატრულო პოლიციიის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ არაერთხელ მოუწოდეს, თუმცა აქციის მონაწილეები მოწოდებას არ დაემორჩილნენ, რის გამოც პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

მისივე თქმით, აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა შსს-ს მონაცემებით, აქციაში ჟურნალისტების მონაწილეობა არ დასტურდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44