ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 19:56

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ინდოეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ტაკეჰიკო ნაკაოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აზიის განვითარების ბანკთან არსებული წარმატებული თანამშრომლობის მიმდინარეობა და შესაძლო ახალი მიმართულებები განიხილეს.

ADB საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ენერგოსექტორში, როგორც ინფრასტრუქტურაში, ასევე გზებისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის კუთხით, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45