"ლაბორატორია 1918" სტუდენტთა ორგანიზებულ წინააღმდეგობას გეგმავს

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 19:14

სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ი დღევანდელ აქციაზე დაკავებული სტუდენტების  გათავისუფლებას ითხოვს, წინაააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტთა ორგანიზებულ წინააღმდეგობას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას "ლაბორატორია 1918" facebook - ის გვერდზე აქვეყნებს.

"ლაბორატორია 1918 ის მშვიდობიან მანიფესტაციაზე, როდესაც ჩვენ ვითხოვდით ღირსეული შრომის უფლებებს, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები აწყობდნენ პროვოკაციას, პოლიციამ დააკავა ლაბორატორია 1918 ის 15-ზე მეტი აქტივისტი, დანარჩენები ცემეს, მათ დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრაცია

პირობას ვდებთ, რომ 1 მაისი გახდება მათთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ დღედ! თუ დაუყოვნებლივ არ გამოუშვებენ ყველა უსამართლოდ დაკავებულ ადამიანს, მიიღებენ სტუდენტთა ორგანიზებულ წინააღმდეგობას!!

თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!!!!!!!!!!!!!! " - წერია "ლაბორატორია 1918"-ის გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57