შორენა შავერდაშვილი გოგორიშვილს ბრალდებას პასუხობს

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 19:19

სამწუხაროა, რომ პარლამენტარი, რომელიც, წესით, კარგად იცნობს ჩემი ოჯახის წევრებს და მათ საქმიანობას, ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს -ამ განცხადებით პასუხობს ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილი უმცირესობის წევრის, ხათუნა გოგორიშვილის ბრალდებას.

შავერდაშვილი აცხადებს, რომ იმ ოთხი სტამბიდან ერთ-ერთი არის "სეზანიც", რომელიც შავერდაშვილის მამას ეკუთვნის. მისი თქმით,"სეზანი" სახელმძღვანელოების მხოლოდ 10%-ს დაბეჭდავს. "

“სეზანი” სახელმძღვანელობის მხოლოდ 10 პროცენტს დაბეჭდავს და ეს ვერანაირად ვერ არის “დიდი ნაწილი”, როგორც ამას ქალბატონი ხათუნა აღნიშნავს", - აცხადებს შავერდაშვილი.

ჟურნალისტი გოგორიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ შავერდაშვილი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირია, არასერიოზულს უწოდებს.

"იმის შესახებ, თუ რამდენად ვარ “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირი, როგორც ამას ქალბატონი ხათუნა ამტკიცებს, კომენტარი არასერიოზული მგონია. რაც შეეხება ბრალდების მეორე ნაწილს, რომ “სეზანი” ჩემს გამო მოხვდა განათლების სამინისტროს ნუსხაში - ეს აბსურდიაა და ამას “სეზანის” ბიოგრაფიაც ცხადყოფს", -აცხადებს შორენა შავერდაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52