პრეზიდენტობისთვის ჯერჯერობით პატარა ვარ - კახი კალაძე

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 18:06

ჩემთვის, პრეზიდენტობა, რამდენიმე მიზეზის გამო, ძალიან რთული იქნება, -  ამის შესახებ, ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ პროექტ "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში შეხვედრისას განუცხადა,

მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტობა არ არის იოლი საქმე და ამას განსაკუთრებული გამოცდილება სჭირდება.

"ეს ჩემთვის ძალიან ძნელი იქნება, რადგან პატარა ვარ და თან ამას დიდი გამოცდილება სჭირდება. თუ ჩემი გუნდი მეტყვის, რომ მე სხვა თანამდებობაზე უნდა გადავინაცვლო, თუნდაც უფრო დაბალი რანგის იყოს, მე ამისთვის მზად ვარ. თანამდებობა მთავარი არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანას რა ფორმით გამოვადგები, მთავარია - გამოვადგე", -  განაცხადა კახი კალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45