ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სამართლის პრაქტიკულ სწავლებას სააპელაციო სასამართლოში გაივლიან

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 18:48

თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის პირობების თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სამართლის პრაქტიკული სწავლების კურსს გაივლიან თბილისის სააპელაციო სასამართლოში. კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან სასამართლო სისტემას, მისი ფუნქციონირების სამართლებრივ და ორგანიზაციულ ასპექტებს. აღნიშნული კურსი ხელს შეუწყობს მომავალი თაობის იურისტების სამართლებრივი ცოდნის ამაღლებასა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორების მიერ საჯარო ლექციებს ჩატარებას სხვადასხვა აქტუალურ სამართლებრივ თემებზე.

დაგეგმილია რამდენიმე სხვა ერთობლივი პროექტის განხორციელებაც.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55