ხათუნა გოგორიშვილი სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესში შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 18:40

მეეჭვება, რომ სტამბები ტექნიკური შესაძლებლობების მიხედვით იყო შერჩეული, - ამის შესახებ უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გოგორიშვილმა უფასო სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესში შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე ისაუბრა. პარლამენტარმა სხდომაზე  საჯარო რეესტრიდან დოკუმენტაცია წარადგინა, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული ოთხი სტამბა გაერთიანდა და ერთ კომპანიად დარეგისტრირდა.

მისი თქმით, წიგნების დიდი ნაწილი ჟურნალისტ შორენა შავერდაშვილის მამის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუმსიაშვილის ცოლის ძმის სტამბებში იბეჭდებოდა.

"განცხადება იმის შესახებ, რომ სახელმძღვანელოები უფასოდ დარიგდება, მინისტრმა გააკეთა რვა აპრილს. რამდენიმე დღის შემდეგ, გამოაცხადეს ის ოთხი სტამბა, რომლებიც შერჩეული იქნა წიგნების დასაბეჭდად. ერთ-ერთი ეს გახლავთ "შპს სეზანი" , რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილის მამა, ხოლო მეორე ეს გახლავთ "ფავორიტი პრინტი", რომლის დირექტორი არის ივანე თევდორაშვილი, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, დიმიტრი ქუმსიაშვილის ცოლის ძმა. როდესაც ამ ოთხ ფირმაზე შეკვეთები გადანაწილდა, "ფავორიტი პრინტი"-მ შეკვეთების ყველაზე მეტი,40% მიიღო", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 3.06
  • 3.43
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54