ვეტოს დაძლევით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფა მოხდება

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 17:02

თუ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, ამით ისინი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უგულებელყოფენ, -  ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა.

"ის, რაც წარმოდგენილია პრეზიდენტის შენიშვნებში, სრულად შეესაბამება  ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. აქედან გამიმდინარე, ამ საკითხზე მსჯელობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება კანონს ნაფიცი მსაჯულების შესახებ, ამ კანონის კომიტეტში განხილვის შედეგები იძლევა იმ ვარაუდის შესაძლებლობას, რომ არსებული რედაქცია შეიძლება არც შეიცვალოს და ბრალდებულს დარჩეს უფლება თავად აირჩიოს, გაასამართლებენ თუ არა მას ნაფიცი მსაჯულები," - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

პრეზიდენტმა ვეტო პარლამენტის მიღებულ ორ კანონპროექტს დაადო. ერთი  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესსა და საბჭოს მოქმედი წევრების ვადაზე ადრე გათავისუფლებას, ხოლო მეორე ბრალდებული პირების უფლებას ეხება, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა თავად უნდა აირჩიოს განიხილავენ თუ არა მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55