ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 16:22

დავით  აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელებმა ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის გავლა დაასრულეს. კურსი 11 თვის მანძილზე გრძელდებოდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სერჟანტ-კაპრალები მონაწილეობდნენ.

კურსზე ჩარიცხული 84 სამხედრო მოსამსახურიდან, დასრულება მხოლოდ 48 მსმენელმა შეძლო.

მომზადების გავლის შემდეგ მათ ოფიცერთა პირველადი სამხედრო წოდება, „ლეიტენანტი“ მიენიჭათ.

ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის ფარგლებში, მსმენელებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. სამხედრო მოსამსახურეებმა საერთო-საჯარისო ტაქტიკა, საცეცხლე მომზადება, სამხედრო ტოპოგრაფია და კავშირგაბმულობა შეისწავლეს. ისინი ასევე, სამთო, ჯავშანსატანკო და საარტილერიო მომზადების სპეციფიკასაც გაეცნენ.

წარჩინებულ მსმენელებს დიპლომები დღეს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ გადასცა. კურსდამთავრებულები შეიარაღებული ძალების მოძღვარმა, მამა დავითმა დალოცა და წარმატებები უსურვა. ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის დასრულების საზეიმო ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45