დავით შერვაშიძე გარდაბნის რაიონში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 14:14

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტში სიმინდის თესვის პროცესს დაესწრო.თესვის სამუშაოები საქართველოს მთავრობის "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში მიმდინარეობს. დავით შერვაშიძე სოფელ ნაზარლოს მოსახლეობასაც შეხვდა და საგაზაფხულო პროგრამის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა. ადგილობრივი ფერმერები აღნიშნული პროექტის მიმდინარეობით კმაყოფილები არიან. მათ აღნიშნეს, რომ სასოფლო-სამეურნეო ბარათების გამოყენებით უკვე დაამუშავეს მიწები, დათესეს იონჯა და ახლა სიმინდის თესვა მიმდინარეობს.

,,მართლაც რომ უპრეცედენტო პროგრამა ხორციელდება და იმედი გვაქვს წარმატებულად დასრულდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიხნა და ითესება ისეთი ფართობები, რომლებიც წლობით არ დამუშავებულა. სასოფლო-სამეურნეო ბარათების გამოყენებით მოსახლეობას მიტოვებული მიწების დამუშავების, სათესლე მასალის, სასუქის და სხვა სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის შეძენის საშუალება მიეცა. სოფლის მეურნეობა საქართველოს მთავრობისთვის რეალურად პრიორიტეტია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გლეხმა შვება იგრძნოს და ქართული სოფელი მოძლიერდეს“, - განაცხადა დავით შერვაშიძემ.

საგაზაფხულო ხვნა-თესვის მიმდინარეობის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალადშექმნილი რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებიც. დღესვე, დავით შერვაშიძე და გარდაბნის რაიონული სამსახურის ხელმძღვანელი ლევან გოგოჭური სოფელ მარტყოფში სიმინდის თესვის პროცესს დაესწრნენ დაადგილობრივ ფერმერებასც შეხვდნენ. მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საგაზაფხულო პროგრამების მიმდინარეობაზე და სამინისტროს მიერ დაგეგმილ სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45