წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 12:49

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით ირაკლი ს. და წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პაატა ფ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2013 წლის 24 აპრილს თბილისში ნუცუბიძის მე-2 მ/რ სადისტრიბუციო ავტომანქანის მძღოლი ნუგზარ ნარინდოშვილი დააყაჩაღეს. ბრალდებულება მას ცივი იარაღის მუქარით 885 ლარი და მობილური ტელეფონი გასტაცეს. სამართალდამცველებმა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად პაატა ფ. რუსთაველის გამზირზე, ხოლო ირაკლი ს. დიღმის მასივში დააკავეს.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ივალისწინებს).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46