სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამით გამოყოფილი თანხის მითვისებისთვის 10 პირი დააკავეს

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 12:46

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფოს ქონების თაღლითური გზით დაუფლების ბრალდებით, 10 მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

"ჯეონიუსი" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ცნობილია, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“ საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ორ პროექტს, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს,“ ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს. ამ სააგენტომ ფონდიდან მიიღო დაფინანსება და რეგიონებში გლეხებს დაურიგა ვაუჩერები, რომლითაც მიწების დამუშავებისთვის მათ შეეძლოთ შეეძინათ საჭირო სასოფლო - სამეურნეო საქონელი და ინვენტარი, იმ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც ჩაერთვნენ აღნიშნულ პროგრამაში.

მიუხედავად იმისა, რომ ვაუჩერში მითითებული იყო, რომ დაუშვებელია სასოფლო - სამეურნეო ბარათების მიღება ფულადი თანხის სანაცვლოდ, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს მისი კანონდარღვევით გამოყენების ფაქტები, კერძოდ: პროგრამის მონაწილე მეწარმეები თავიანთ სავაჭრო ობიექტებში, გლეხებისგან თანხის სანაცვლოდ იბარებდნენ ვაუჩერებს, რეალურზე ნაკლებ ფასად. აყალბებდნენ მონაცემებს, რითაც ადასტურებდნენ თითქოს ფერმერს ვაუჩერში მითითებული თანხის შესაბამისი საქონელი და ინვენტარი მიყიდეს. ამის შემდეგ, ვაუჩერების ბანკებში წარდგენით იღებდნენ ბარათში დაფიქსირებულ სრულ თანხას.

ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებით პროგრამის მონაწილე მეწარმებმა თაღლითური გზით მიითვისეს პროგრამით გამოყოფილი თანხის ნაწილი.

აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 - ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.

გამოძიება ასევე სწავლობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა საკითხს, რომლებსაც პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხების მიზნობრივად ხარჯვაზე კონტროლი ევალებოდათ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5