პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დილიდან დაიწყო

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 11:01

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს, დილის  09:00 საათიდან დაიწყო და 20 ივნისის ჩათვლით გასტანს. რეგისტრაცია ბავშვის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ვებგვერდებზე: www.mes.gov.ge, www.registration.emis.ge უნდა გაიაროს, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები 2013 წლის 21 ივნისიდან 2013 წლის 3 ივლისის ჩათვლით უნდა წარადგინოს.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყება 10 ივლისიდან და 18 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორცილდება იმ გამოთავისუფლებულ ადგილებზე, სადაც მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელ საბუთებს განსაზღვრულ ვადებში არ წარადგენს. 

რაც შეეხება გამოცდების ექსტერნად ჩაბარების წესს, მხოლოდ იმ მე-12 კლასელებს შეეხებათ, რომელთაც 2012 -2013 სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისათვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი აქვთ გაცდენილი.

ამ კატეგორიიის მოსწავლეებმა რეგისტრაცია 2013 წლის 29 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით შესაბამის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში უნდა გაიარონ. ექსტერნის გამოცდები 2013 წლის 7 მაისიდან 15 მაისი ჩათვლით ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55