SEU GEORGIA აბიტურიენტებისთვის კონცერტებს გამართავს

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 20:35

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი SEU GEORGIA 1 მაისს ქ. ქუთაისში, ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში 18:00 საათზე და 2 მაისს ქ. ბათუმში, ბათუმის ხელოვნების ცენტრში (ახალი ოპერა) 18:00 საათზე აბიტურიენტთათვის კონცერტებს გამართავენ.

ღონისძიებებზე მოწვეული არიან საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები.

1 და 2 მაისს კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ახალი ცეკვა „ერისეული“, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ისტორიის ფრაგმენტები.

ცეკვა „ერისეული“ არის ახალი მძაფრსიუჟეტიანი ცეცხლოვანი ცეკვა, აფხაზურ და ოსურ ფორმებში მოცეკვავეები ცეკვით ალეგორიულად წარმოსახავენ საქართველოს პატარა კუთხეებს, მეომრები აბჯარში კი -  საქართველოს. 

კონცერტის ფინალი იქნება დაუნდობელ ბრძოლაში გამარჯვებული და გამთლიანებული საქართველო მრავალჟამიერის თანხლებით.

ანსამბლი შეიქმნა 2011 წლის აპრილში და მას შემდეგ მოღვაწეობას წარმატებულად განაგრძობს.

ბათუმის კონცერტის შემდეგ ანსამბლი მიემგზავრება ორთვიანი გასტროლით საზღვარგარეთ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55