საია "კურიერში" გასული ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 19:46

29 აპრილს "კურიერში" გასულ სიუჟეტს, ტ. მამაგულაშვილის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის შესახებ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა. ასოციაციის  ინფორმაციით, აღნიშნულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის მიუხედავად, სასამართლო კვლავაც განაგრძობს მისი საქმის განხილვას.

საიას განცხადებით, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში ტ. მამაგულაშვილის ინტერესებს თვითონ იცავენ, აუცილებლად მიიჩნიეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება.

"გვინდა აღვნიშნოთ, რომ საია ტ. მამაგულაშვილის ინტერესებს იცავს კანონით დადგენილი წესის სრული დაცვით. მოსარჩელეს არ უთქვამს უარი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის დროსაც (2012 წლის 6 ივლისი) და დღესაც, საია მოქმედებდა და მოქმედებს მოსარჩელის მიერ გამოხატული ნების შესაბამისად. ამას ადასტურებს ტ. მამაგულაშვილის მიერ "კურიერში“ გასული სიუჟეტის შემდგომ გაკეთებული განცხადებაც. 

ამავე სიუჟეტში ასევე გავრცელდა ტ. მამაგულაშვილის მეუღლის (რომელიც არ არის მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეში) ინტერვიუ, სადაც ის დავის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე საუბრობს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მის მიერ ჟურნალისტისათვის მიცემულ ინტერვიუში ნახსენები საქმე შეეხებოდა სხვა სასამართლო დავას და არა საკონსტიტუციო სარჩელს. ვფიქრობთ, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტსა და რესპოდენტს შორის არასწორ კომუნიკაციას, რამაც გამოიწვია ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია.

შესაბამისად, მზად ვართ დაინტერესების შემთხვევაში მედიასაშუალებას დამატებითი სამართლებრივი განმარტებები მივაწოდოთ", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55