გიორგი თევზაძე უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით არსებული არქივის განადგურების აუცილებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 19:44

უფლებადამცველმა და ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართევლოს ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციას, გაავრცელა სპეციალური განცხადება წინა ხელისუფლების პირობებში უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით არსებული არქივის განადგურების აუცილებლობის შესახებ.

განცხადებაში გიორგი თევზაძემ მკაცრად შეაფასა და დაგმო უკანონო მოსმენების დამკვიდრებული სამწუხარო პრაქტიკა, რომლითაც მასობრივად ხდებოდა ფუნდამენტური საერთაშორისო უფლებების და ამავე დროს კონსტიტუციური უფლების ხელყოფა, რომლითაც ილახება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და კონფიდენციალობის უმნიშვნელოვანესი უფლება.

”კარგი და ცუდი ხელისუფლება არ არსებობს. მსგავსი პრაქტიკა ლოგიკურად წარმოადგენს ნებისმიერი ხელისუფლების ბერკეტს აკონტროლოს საზოგადოება უკანონო ფორმით და არაერთი მნიშვნელოვანი უფლების უხეში დარღვევის გზით. ამდენად, აუცილებელია არა მარტო მოხდეს არსებული უკანონო მოსმენებით შექმნილი არქივის განადგურება, არამედ ეს პროცესი უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ საზოგადოებისათვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისავის, რომ მომავალში მსგავსი პრეცენდენტები არ განმეორდეს. ოპერატიული მოსმენების და მიყურადების სამართლებრივი გზები კონკრეტულად არის რეგლამენტირებული და ეს პროცესი სრულიად ლეგალურად არის დადგენილი მოქმედი კანონმდებლობით, რომლის დაცვა ყველა თანამდებობის პირს თანაბრად ევალება. თუმცა ამ შემთხვევებშიც აუცილებელია არსებობდეს ამ პროცესის დასრულების ეფექტური საზოგადოებრივი მონიტორინგისა და ასევე გარკვეული პერიოდულობით მისი განადგურების მექანიზმი. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ვისწავლოთ კანონის უზენაესობის დაცვა და ვიკისროთ პასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე”, - ნათქვამია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის განცახდებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55