წულუკიანის გაკეთებულ მოწოდებას კონსტანტინე კუბლაშვილი სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევად აფასებს

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 18:58

მე ვთვლი, რომ საერთოდ მოსამართლეებს არავის შეგულიანება გარედან არ სჭირდებათ იმისათვის, რომ არჩევნები ჩაატარონ, მით უმეტეს, იუსტიციის სისტემიდან არ უნდა წამოვიდეს ეს, - ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანის მოსამართლეებისადმი გაკეთებულ მოწოდებას კონსტანტინე კუბლაშვილი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნულ ფაქტს სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევად აფასებს. მისი თქმით, არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატრდება და ამ პროცესში საჯარო პოლიტიკური მოხელეების მიერ და პოლიტიკური პირების მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება აუცილებელი არ არის.

"ეს არ არის არავის განსახილველი საკითხი, რომ მოვუწოდოთ, ახლა წამოაყენონ კანდიდატურები. ახლა თუ წამოაყენებს ვინმე კანდიდატურას მას ამის უფლება აქვს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, თუ თავად კონფერენციაზე არ წამოაყენა თავისი კანდიდატურა. მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ოფიციალურად წამოყენებულად მისი კანდიდატურა. შემდეგ ის შევა საარჩევნო ბულეტენში და ეყრება კენჭი", - აცხადებს კუბლაშვილი.

ცნობისთვის, თეა წულუკიანმა კოტე კუბლაშვილს წერილით მიმართა, რომლითაც ის კუბლაშვილს სთხოვს ხელი შეუწყოს სამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს დააკვირდნენ არჩევნების პროცესს. ასევე,  აინტერესებს ინფორმაცია როგორი იქნება კანდიდატების დასახელების ფორმა და სხვა პროცედურული საკითხები. თეა წულუკიანმა მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატურების წარდგენისკენ და საარჩევნო კამპანიის დაწყებისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45