დავით უსუფაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 18:06

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ფილიპ ლეფორის უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბრის ძირითად თემას ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობა და მისი სამომავლო პერსპექტივები წარმოადგენდა.

ფილიპ ლეფორის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ფორმატია სამშვიდობო პროცესის დასარეგულირებლად და რუსეთ-საქართველოს ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.

შეხვედრაზე ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკების მომდევნო რაუნდის შესახებაც იმსჯელეს, რომლის გამართვა მაისში იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46