1 მაისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 23:54

ვერძი - დღეს იქნებით ისეთი დარწმუნებული საკუთარ თავში, როგორც არასდროს. იყავით წინდახედული და ნუ იქნებით თვითდაჯერებული,  გაითვალისწინეთ სხვისი რჩევები.

კურო - დღეს ბევრი შესაძლებლობა გაქვთ იმისთვის, რომ წარმატებული დღე გქონდეთ.  იღბალი დღეს თქვენს მხარეზეა.

ტყუპები - დღეს ეცადეთ საკუთარ გრძნობებზე არ ისაუბროთ. გარეშემომყოფებს ნუ მოახვევთ თავზე თქვენს პრობლემებს. ისინი მათ ვერ მოგიგვარებენ.

კირჩხიბი - დღეს მოგეცემათ შანსი, რომ ორი ვარიანტიდან აირჩიოთ საუკეთესო.

ლომი - დღეს თუ ვინმე რამეში დაგადანაშაულებთ,  იცოდეთ, რომ ადვილი შესაძლებელია, მართალი აღმოჩნდნენ ამ საქმეში.

ქალწული - დღეს ელოდეთ ცხოვრებისეულ პატარ-პატარა იმედგაცრუებებს. დღეს იქნებით ისე,  როგორც ნათქვამია "ეზოში ავი ძაღლია"

სასწორი - დღეს ნუ იქნებით აგრესიულები. გაითვალისწინეთ სხვების რჩევები. კარგი დღეა პირადი ურთიერთობების მოგვარებისთვის.

მორიელი - ნუ იქნებით ამბიციურები, კარგად დაფიქრდით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საღამო გაატარეთ თქვენთვის საყვარელ გარემოში, სადაც თავს კომფორტულად გრძნობთ.

მშვილდოსანი - დღეს საკმაოდ წარმატებული დღეა ახალი იდეები განსახორციებლად. ეცადეთ, ბევრი იხუმროთ, დღეს ეს კარგად გამოგივათ და კეთილგანწყობასაც დაიმსახურებთ.

თხის რქა - დღეს საკმაოდ თბილ გარემოში აღმოჩნდებით. იყავით უფრო ლოიალურები სხვების მიმართ და მხოლოდ სხვის კრიტიკას ნუ დაუთმობთ დროს. ეს უკეთესი იქნება თქვენთვის.

მერწყული - დღეს სიტუაცია თქვენს გარშემო შეიცვლება, მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ გსურთ. ეცადეთ, დიდი ყურადღება არ დაუთმოთ განვითარებულ მოვლენებს და არ აჰყვეთ ემოციებს. ყველაფერი თავისით დალაგდება, მთავარია, შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

თევზები -  დღეს იქნებით ძალიან ხმაურიანი და ემოციური. თქვენი გაბრაზება ყველას ძვირად დაუჯდება და უნდა გიფრთხილდნენ, თუმცა ამის მიზეზი ნამდვილად გექნებათ. თუმცა, სჯობს, მაინც აკონტროლოთ თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45