"მემარცხენე ალიანსი" დამფუძნებელთა ყრილობას გამართავს

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 16:55

ხვალ, მშრომელთა დაცვის დღესთან დაკავშირებით,  პარტია "მემარცხენე ალიანსი" დამფუძნებელთა ყრილობას გამართავს, - ამის შესახებ  ჟურნალისტებს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა წევრმა და მემარცხენე ალიანსის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოსო შატბერაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პარტიის მიზანი იქნება სოციალურად სამართლიანი ქვეყნის აშენება და საშუალო ფენის შექმნა.

ყრილობაზე მიწვეულები იქნებიან კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობოები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.

"ქვეყანაში არ უნდა იყვნენ ძალიან მდიდრები და ამავე დროს ძალიან ღარიბები. სწორედ ამიტომ ჩვენი პარტია საშუალო ფენის განვითარებისთვის იზრუნებს. ასევე პარტიას არ ეყოლება ერთი თავმჯდომარე. ჩვენ შემოვიღებთ თანათავმჯდომარის პოსტს, სადაც ორი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი და რომელთა ვინაობას ხვალინდელ ყრილობაზე გახდება ცნობილი", -  განაცხადა შატბერაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55