იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახლა "ქართული ოცნება" გააკონტროლებს

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 16:44

თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებდა, ახლა მას "ქართული ოცნება" გააკონტროლებს,  - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურისტმა ვალერი გელბახიანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება შეაფასოს მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

"აქედან გამომდინარე მოსამართლის მუშაობა-უმუშევრობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეაფასებენ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და სწორედ აქ მთავრდება მოსამართლეთა დამოუკიდებლობა", - აცხადებს ვალერი გელბახიანი.

როგორც გელბახიანი აცხადებს,  ვიდრე არ შეიცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლება-მოსილება, არ მიეცეს მას მოსამართლეთა გადაწყვეტილებების გადახედვის უფლება, მანამდე საბჭო განახლდება თუ არა,  ამას მნიშვნელობა არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45