ქართული არმიის დღე საჩვენებელი სწავლებით აღინიშნა

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 15:59

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანში დღეს საჩვენებელი სწავლება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრნენ.

მათთან ერთად ქართველი სამხედროებისთვის პროფესიული დღესასწაულის მისალოცად ვაზიანში მინისტრთა კაბინეტის წევრებიც იმყოფებოდნენ.

სპეციალურად მისული სტუმრებისთვის ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საჩვენებელი საველე-ტაქტიკური სწავლება „ისარი - 013“ გაიმართა. სპეციალური ოპერაციების ძალების პირადმა შემადგენლობამ წვრთნაში საკუთარ შეიარაღებაში არსებული საბრძოლო ტექნიკითა და საქართველოში წარმოებული სამხედრო მანქანებით მიიღო მონაწილეობა. სამხედროებმა ჩასაფრების, ძებნა-გადარჩენის, საცეცხლე მომზადებისა და ძალთა გამოყვანის ამოცანები განახორციელეს.

„ისარი - 013“-ში საჰაერო ბრიგადის ესკადრილიაც იყო ჩართული, რომელმაც ოპერაციის რაიონში ახლო საჰაერო მხარდაჭერა და სპეცდანიშნულების ჯგუფების საჰაერო ინფილტრაცია განახორციელა.

საჩვენებელ სწავლებაში I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული საარტილერიო ბატარეაც მონაწილეობდა, რომელიც პირობითი მოწინააღმდეგის შეყოვნებისთვის სამიზნეებზე არაპირდაპირ ცეცხლს აწარმოებდა.

საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლებმა შეიარაღებული ძალების დღე ქართველ სამხედროებს პირადად მიულოცეს. ბიძინა ივანიშვილმა მათ საჩვენებელი სწავლებისთვის მადობა გადაუხადა და პროფესიული წარმატებები უსურვა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55