flydubai-მ დუშანბეს მიმართულებით პირველი საზეიმო რეისი შეასრულა

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 15:49

ავიაკომპანიამ flydubai-მ ტაჯიკეთის დედაქალაქის -  დუშანბეს მიმართულებით შესრულებულ პირველ საზეიმო რეისს პრესკონფერენცია მიუძღვნა. flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორის  გაიტ ალ გაიტის განცხადებით, flydubai-მ თავისი ქსელის 33-ე ქვეყნის მიმართულებით დაიწყო ფრენების შესრულება.

"flydubai არაბეთის გაერთიანებული საემიროების პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც დუშანბეს მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს რეისი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და სხვა ტიპის ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა გაიტ ალ გაიტმა პრესკონფერენციაზე  სიტყვით გამოსვლისას.

ხვალ დილით, გაიტ ალ გაიტი დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში პირველ რეისს ნომრით FZ777 დახვდება, დუბაიში კი FZ778 რეისით გაემგზავრება.

გუშინ, flydubai-მ უახლესი ბოინგ 737-800 მიიღო სიეტლის ქარხნიდან. flydubai-ს ავიაპარკში უკვე 29 თვითმფრინავი ირიცხება.

flydubai-მ დუშანბეში პირველი რეისის შესრულებით, მოვლენებით საკმაოდ დატვირთული თვე დაასრულა. ავიაკომპანიამ აპრილის თვეში ოპერირება სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის დედაქალაქის - ჯუბას და რუსეთის ფედერაციის ქალაქ - მინერალნიე ვოდის მიმართულებით დაიწყო. ავიაკომპანიის ქსელი 57 მიმართულებამდე გაიზარდა. ოპერირების ქსელი რუსეთს, უკრაინას, ცენტრალური აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის, ინდოეთის სუბკონტინენტის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებს მოიცავს.

flydubai დუშანბეს მიმართულებით კვირაში ორ რეისს შეასრულებს. ყოველ სამშაბათს და პარასკევს, რეისი ნომრით FZ777 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 22.05 საათზე გაფრინდება და დუშანბეს აეროპორტში ადგილობრივი დროით 02.30 საათზე დაეშვება. რეისი ნომრით FZ778 დუშანბედან დუბაის მიმართულებით ყოველ ოთხშაბათს და კვირას 04.50 საათზე გამოფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 07.30 საათზე დაეშვება.

ბილეთების შეძენა flydubai.com ინტერნეტგვერდის და პარტნიორი ტურისტული სააგენტოს dubai.ge-ს მეშვეობით არის შესაძლებელი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55