საქართველოს რკინიგზას ახალი მატარებლები შეემატა

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 15:21

დღეს ცენტრალურ სადგურში ახალი ელექტრომატარებლის პრეზენტაცია შედგა, რომელიც 2013 წლის 1-ლი მაისიდან თბილისიდან მახინჯაურის მიმართულებით იმოძრავებს. ახალი მატარებლის პრეზენტაციას გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე დაესწრნენ.

როგორც საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რებრენდინგის სამსახურის უფროსმა "ჯეონიუსს" აცნობა, ახალი მატარებელი გამოირჩევა უსაფრთხოებით, რაც სს ”საქართველოს რკინიგზისთვის” უპირველეს ამოცანას წარმოადგენს. მატარებელში დამონტაჟებულია ე.წ. საჰაერო ბალიშები, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოძრაობისას რხევების შემცირებასა და გადაადგილების სირბილეს.

გერმანული წარმოების ”კნორის” სისტემის მუხრუჭები, სხვა ელექტრომატარებლებთან შედარებით, საიმედოდ უზრუნველყოფს დიდი სიჩქარის მიუხედავად სამუხრუჭე მანძილის მნიშვნელოვნად შემცირებას.

ახალ მატარებელში სულ 310 ადგილია. რაც შეეხება ბილეთების ფასს, სეზონის დაწყებამდე 1-ლი კლასის ბილეთები 40 ლარის ნაცვლად 25 ლარი, ხოლო მე-2 კლასის ბილეთები, 23 ლარის ნაცვლად,  18 ლარი ეღირება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5