ავღანეთში თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 14:31

ავღანეთში ნატოს სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით,  სატვირთო ბოინგ 747 აფრენიდან რამდენიმე წუთში მთას შეეჯახა. შემთხვევა ბაგრამის სამხედრო ბაზასთან ახლოს მოხდა.

კატასტროფის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის რვა წევრი. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტები და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. გავრცელებული ვერსიით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა, თუმცა, მოგვიანებით მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს და განაცხადეს, რომ ნატოს თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55