კონტრაფაქციული ვიდეო და აუდიო დისკების დამზადება-გასაღებისთვის დაკავებულებს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 13:18

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით კონტრაფაქციული ვიდეო და აუდიო დისკები ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ტრიდე“ თბილისში, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ახდენდა სხვადასხვა კონტრაფაქციული ვიდეო და აუდიო დისკების დამზადება - გასაღებას.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45