სარფის საბაჟოზე ნარკოტიკების გადამტანი დააკავეს

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 12:58

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული ოლეგ ე. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ბრალდებული სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქართველოს საზღვრის კვეთისას დააკავეს. დაკავებულს სხეულით 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება გადმოჰქონდა, რომელიც ნივთმტკიცებად ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 6,08 გრ ნარკოტიკული საშუალება 1,88 გრამ „ჰეროინს“ შეიცავს.

ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ ოლეგ ე. სისხლში „ოპიუმი“–ს კვალი აღმოაჩინა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა–შენახვა–გადაზიდვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით მიმდინარეობს (სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44