ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ზურაბ ნადირაძე ჩეხეთში დააკავეს

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 12:27

26 აპრილს, თბილისის ინტერპოლის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩეხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა საქართველოს მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, 1955 წელს დაბადებული ზურაბ ნადირაძე დააკავეს.

აღნიშნულმა პირმა 1994 წელს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა გიორგი ქოიავა, გრიგოლ ნატროშვილი, გიორგი კირკიტაშვილი და იოსებ ქოიავა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ზურაბ ნადირაძე იმავე წელს ძებნილად გამოცხადდა, 2000 წლიდან კი ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

ჩეხეთის პოლიციამ ძებნილი არაერთხელ დააკავა, თუმცა სასამართლო ექსტრადიციის მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა.

ამჯერად ექსტრადიციის საკითხი ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა დადებითად გადაწყვიტა და ზურაბ ნადირაძის ქართული მხარისათვის გადმოცემა უახლოეს პერიოდში მოხდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5