გიორგი აფციაური "ვანოს შოუს" თანამშრომლებს მოუწოდებს, დროზე გაემიჯნონ ამ აურზაურს

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 20:26

კომედი ჯგუფის ყოფილმა მსახიობმა და გადაცემა "თქვენი შოუს" ყოფილმა პროდიუსერმა გიორგი აფციაურმა დღეს ჟურნალისტებთან რუსთავი 2-დან  წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა. გიორგი აფციაურის განცხადებით, მას არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ვანო ჯავახიშვილმა პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება აურძალა, რის შემდეგაც აფციაურს რუსთავი 2-ში ახალი გადაცემა ჩააბარეს და სარედაქციო დამოუკიდებლობას დაპირდნენ. თუმცა შემდეგ ტელეკომპანია დაატოვებინეს.

"ვანოს შოუში" ფაქტიურად აღარ ვჩანდი, "კომედი შოუზე" მიშა ანდღულაძემ განმიცხადა, რომ პრეზიდენტის პაროდია მოძველდა და ან უნდა ამოგვეღო ან ამომეჭრა. მე ამ განცხადებით ვანო ჯავახიშვილის დასჯა არ მინდა, ჩემი მიზანია ვანო ჯავახიშვილის მარტო დატოვება", - განაცხადა გიორგი აფციაურმა.

პაროდისტი გიორგი აფციაური "ვანოს შოუს" თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ დროზე გაემიჯნონ ამ აურზაურს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55