კადიროვმა ჩეჩენი მებრძოლების დაფინანსებაში დასავლეთი, ხოლო მომზადებაში ქართული სპეცსამსახური დაადანაშაულა

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 18:47

ჩეჩნეთში დღეს საქართველოდან ჩამოსული უამრავი ამნისტირებული ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ქართულ სპეცსამსახურთან, რომელმაც სამშობლო ამერიკელებს მიჰყიდა, - ამის შესახებ რამზან კადიროვმა НТВ-ს გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

კადიროვმა  ჩეჩენი მებრძოლების დაფინანსებაში დასავლეთი, ხოლო მათ მომზადებაში ქართული სპეცსამსახური დაადანაშაულა. კადიროვის თქმით, საქართველოში დღემდე არსებობს ბაზები, სადაც მებრძოლები სპეციალურ მომზადებას გადიოდნენ.

"ხალხი, რომელიც რუსების წინააღმდეგ იბრძოდა, დასავლეთმა გამოგზავნა, მათი ბანაკები და ბაზები დღემდე არსებობს საქართველოში. მაქვს მტკიცებულება ვინ, სად და როგორ ამზადებდა რუსლან გილაევს. ამერიკელები კი მათ ძალიან ეხმარებოდნენ", - განაცხადა გადაცემაში კადიროვმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55