სააღდგომოდ სასჯელაღსრულების დაწესებულება 17 ქალბატონმა და 18 მძიმე ავადმყოფმა დატოვა

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 18:36

სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმრების საკითხთა სამინისტროში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა განიხილეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან შემოსული 1000-მდე მსჯავრდებულის შუამდგომლობა.

ადგილობრივი საბჭოების დებულებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად პირთა ინდივიდუალურად შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ინდივიდუალურად ფასდება მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.

პრიორიტეტი მიენიჭათ პირებს, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან ხასიათდებიან დადებითად და სასჯელის სრულ მოხდამდე დარჩენილი აქვთ 6-თვემდე.

აღნიშნულის გათვალისწინებით სასჯელაღსრულების დაწესებულებები დატოვა 114-მა მსჯავრდებულმა, მათ შორისაა 17 ქალბატონი და 18 მძიმე ავადმყოფი.

რაც შეეხება არასრულწლოვან მსჯავრდებულებს, მათი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი 2013 წლის 30 აპრილს, არასრულწლოვანთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46