„სმარტში“ სააღდგომო აქციები დაიწყო

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 18:00

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ მომხმარებელს უამრავ აქციასა და ექსკლუზიურ ფასებს სთავაზობს. ყველაზე გემრიელი შეთავაზება „სმარტის“ წარმოების სააღდგომო პასკებია.

 ტრადიციული რეცეპტით მომზადებული პასკის გარდა, „სმარტი“ მომხმარებელს სადღესასწაულო, შოკოლადისა და მინანქრით მორთულ პასკებს სთავაზობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასკების ღირებულება 6.5 ლარიდან იწყება. „სმარტში“ იტალიური წარმოების პასკებიც იყიდება.

ასევე, 2 მაისიდან 7 მაისამდე „სმარტი“ მომხმარებელს კვერცხზე და სააღდგომოდ ყველაზე მოთხოვნად სხვა პროდუქტებზე 10% ფასდაკლებას და ექსკლუზიურ ფასებს სთავაზობს. 10 კვერცხის შეკვრა „სმარტში“ მხოლოდ 2.5 ლარი ეღირება.

„გვინდა „სმარტის“ ერთგულ მომხმარებელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცოთ და სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად სპეციალური აქციები შევთავაზოთ. ვფიქრობთ, მომხმარებლისთვის ყველაზე სასურველი „სმარტის“ წარმოების სადღესასწაულო პასკები იქნება, რადგან ნატურალური ინგრედიენტებისგან მომზადებული პასკები განსაკუთრებულად გემრიელია და ფასიც მიმზიდველი აქვს“, - აცხადებენ „სმარტში“.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. დღესდღეობით „სმარტს“ 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.57
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.37
  • 1.51