30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნება

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 17:54

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების 22 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები:

9:00 საათზე, ყველა სამხედრო ნაწილში (ვაზიანი, თელავი, მუხროვანი, კრწანისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, სენაკი, ხონი, ბათუმი) ჯარის მოწყობაზე სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიულ დღესასწაულს მიულოცავენ. ასევე, წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ბრძოლებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას. გაიმართება წარჩინებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონია.

11:00 საათზე, დაბა ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პოლიგონზე გაიმართება საჩვენებელი სწავლება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

12:00-17:00 საათებში, შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებში (ვაზიანი, თელავი, მუხროვანი, კრწანისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, სენაკი, ხონი, ბათუმი) სამხედრო მოსამსახურეებისთვის საზეიმო ღონისძიებები და მათი ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღეები გაიმართება.

17:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45