თამარ კორძაიას თქმით, არჩევანის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილია

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 17:12

ეს იყო საქართველოში ყველაზე დემოკრატიული და ღირსეული არჩევნები, - ამის შესახებ შუალედურ არჩევნებში  გამარჯვებულმა "ქართული ოცნების"  დეპუტატობის კანდიდატმა თამარ კორძაიამ პრაიმტაიმის პრესკლუბში განაცხადა.

"ეს იყო ერთ-ერთი სანიმუშო არჩევნები, რაც კი ჩატარებულა საქართველოში. მოსახლეობა დარწმუნდა იმაში, რომ არჩევანის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილია. ვერც ერთი კონკურენტი ვერ იტყვის იმას,  რომ არჩევნებმა არადემოკრატიულ რეჟიმში ჩაიარა", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

კორძაიას განცხადებით, ის თითოეული კანდიდატის მიმართ გამოხატავს პატივისცემას და მადლობას უხდის სოსო მანჯავიძეს, რომელმაც პირველმა მიულოცა არჩევნებში გამარჯვება.  

თამუნა ებანოიძე

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54