,,როკი" ბროდვეიზე გაცოცხლდება

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 16:58

ბროდვეის სცენაზე სილვესტერ სტალონეს გახმაურებული ფილმის, ,,როკის" თეატრალური ადაპტაციის წინასწარი ჩვენებების ხილვა 2014 წლის თებერვლიდან იქნება შესაძლებელი, ოფიციალური ჩვენებები კი მარტიდან დაიწყება.

მიუზიკლისთვის ბროდვეის ერთ-ერთი უდიდესი დარბაზი იქნება გამოყოფილი, რომელიც 1500-მდე მაყურებელს იტევს. ზუსტი თარიღები და მსახიობთა სია ჯერ ცნობილი არ არის.

სტალონემ ცნობილ უკრაინელ მოკრივეებთან, ვლადიმირ და ვიტალი კლიჩკოებთან ერთად მიუზიკლზე მუშაობა 2011 წელს დაიწყო. მსოფლიო პრემიერა შარშან, შემოდგომაზე, ჰამბურგში გაიმართა და გერმანელი კრიტიკოსებისგან მეტწილად დადებითი შეფასებები მიიღო.  

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52