ისინი იდიოტები არიან, რომლებმაც ვერ გაიგეს, რომ მათი დრო დასრულდა - ბიძინა ივანიშვილი

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 16:35

სააკაშვილი ბიუჯეტს, როგორც საკუთარ საფულეს, ისე ექცეოდა, - ამ სათაურით გამოაქვეყნა ფრანგულმა გამოცემამ Le Monde-მ ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან, რომელშიც პრემიერმა  საქართველში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

საუბრისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის ფასი დასავლეთში დაეცა, შეხედულება შეიცვალა შეერთებულ შტატებშიც.

„ევროსაბჭოში მიხვდნენ, რომ ჩვენ დემოკრატები ვართ. დრო იყო საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ნამდვილი სახე დაენახათ, ჩვენი გუნდი არის სუფთა და გულწრფელი, კარადაში დამალული ჩონჩხების გარეშე“, - განაცხადა ივანიშვილმა. პრემიერმა საქართველოში მისი გუნდის პოპულარობის ზრდასაც გაუსვა ხაზი, რის გამოც, მისი თქმით, ნაციონალები ისევ ყვირილს და სიცრუის გავრცელებას აგრძელებენ.  

’’ნაციონალები ან უნდა გაჩუმდნენ, ან ბოდიში მოიხადონ იმ ქმედებებისთვის, რომელთაც ცხრა წლის განმავლობაში ჩადიოდნენ“, - ამბობს ივანიშვილი ინტერვიუში, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რის გამო აქვს წინა ხელისუფლებას ბოდიში მოსახდელი, ივანიშვილმა მიზეზად მათ მიერ ავტორიტარული ხელისუფლების ჩამოყალიბება, ძალადობა ოჯახებზე, 300 ათასი პირობითი მსჯავრდებულის არსებობა დაასახელა იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა სულ 3 მილიონს შეადგენს.

„ისინი იდიოტები არიან, რომლებმაც ვერ გაიგეს, რომ მათი დრო დასრულდა“ - განაცხადა ივანიშვილმა „Le Monde“-სთან საუბარში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5