ნარკოტიკების მოხმარებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებულებს სასჯელი მხოლოდ მოხმარებისთვის შეუფარდეს

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 15:25

დუბაიში შარშან დაკავებულ სამ ბრიტანელს: 25 წლის გრანტ ქამერონს, 26 წლის კარლ უილიამსსა და 25 წლის სანიტ ჯერს დღეს ოთხ-ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ლონდონელები დუბაიში შარშან, ივლისში, ნარკოტიკების ფლობის, მოხმარებისა და გასაღების მცდელობისთვის დააკავეს, თუმცა სასჯელი მხოლოდ მოხმარებისთვის შეუფარდეს.  

დაკავებულებს, რომლებმაც დანაშაული არ აღიარეს, სასჯელის მოხდის შემდეგ დეპორტაცია ელით.

ერთ-ერთი ბრალდებულის, გრანტ ქამერონის დედა, ტრეისი ქამერონი აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით კმაყოფილია, რადგან დაკავებულებს თხუთმეტწლიანი პატიმრობა ემუქრებოდათ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46