ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის მზად არის, საქართველოს დემოკრატიულ ნაბიჯებს დაუჭიროს მხარი

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 15:29

ამ წუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 83-ე სემინარის ფარგლებში, ასამბლეის პრეზიდენტის, ჰიუ ბელისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილის ერთობლივი პრეკონფერენცია მიმდინარეობს.

დავით უსუფაშვილის თქმით, საერთაშორისო სემინარი ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია და აღნიშნა, რომ შეხვედრა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ასამბლეის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრისას საუბარი საქართველოს ნატოში გაერთიანებისთვის აუცილებელ ყველა საკითხს, როგორც სამხედრო, ასევე დემოკრატიული მიმართულებით შეეხო, რომელზეც აღინიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის საქართველოს დემოკრატიულ ნაბიჯებს დაუჭიროს მხარი.

დავით უსუფაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატოში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს დიდი რესურსი გააჩნია, თუმცა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სიჩქარე გამართლებული არ იქნება.

სემინარი თბილისში 3 დღის განმავლობაში იმართება და სამხრეთ კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკას, ნატოში ინტეგრაციის პროცესს და რეგიონის თითოეული ქვეყნის შიდა გამოწვევებს და საკითხებს ეძღვნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44