გია ხუხაშვილი ქვეყნის პატრიოტია და გუნდში დიდი ადგილი უჭირავს - ბიძინა ივანიშვილი

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 14:57

პრემიერმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გია ხუხაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მის ოფიციალურ მრჩევლად დაინიშნა, გუნდთან ერთად მუშაობს და მას ამ გუნდში თავისი ადგილი აქვს.

პრემიერის განცხადებით,  გია ხუხაშვილი "ძალიან მაგარი კაცია", არ ჰქონია სურვილი მთავრობაში თანამდებობაზე, თუმცა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანას დაეხმაროს და ამას ცდილობს. 

"გია არის აბსოლუტურად პატიოსანი და წესიერი კაცი და ტყუილად ცდილობენ განაწყენებული ადამიანები და, უმეტესწილად, ნაცები ახერხებენ ამას და აღვივებენ სიცრუებს მასთან დაკავშირებით. გია არის აბსოლუტურად წესიერი და მობილიზებული კაცი, რომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას. მას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და ძალიან ბევრს აკეთებს. ზედმეტად ახერხებენ მის წარმოჩენას, რომ ყველაფერს ის წყვეტს. გია არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც მე მეხმარება და მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ. საოცარი მეუღლე ჰყავს გიას და ძალიან ღელავს, როდესაც გიაზე ასეთ რაღაცეებს წერენ მასზე. გია არის ნამდვილი პატრიოტი თავის ქვეყნის, მთელი გუნდი მუშაობს და ამ გუნდში გიას აქვს თავისი ადგილი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55