"ფეისბუქის" პოსტებმა, შესაძლოა, ბევრი პრობლემა შეგიქმნათ

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 14:49

საკუთარმა "ფეისბუქის" პროფილმა შესაძლოა, კარიერა დაგინგრიოთ და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. ერთ "უწყინარ" ფოტოს ან სტატუსს შეუძლია თქვენი ცხოვრება უარესობისკენ შეცვალოს. "ჯეონიუსი"გთავაზობთ 7 რჩევას, რაც აღნიშნული საფრთხისგან დაგიცავთ.

1. გახსოვდეთ, რომ დედა გზვერავთ - გადახედეთ თქვენს ფოტოებსა და ვიდეოებს, გააანალიზეთ, მათი ნახვისას როგორი რეაქცია ექნებათ თქვენს მშობლებს. შესაძლოა, ინფორმაცია თქვენზე მართლაც უწყინარი იყოს, მაგრამ მაინც ვერ გრძნობდეთ თავს კომფორტულად, როცა იცით, რომ მას თქვენი მშობლები ადევნებენ თვალყურს. თუ ასეა, შეელიეთ ფოტოებსა და ვიდეოებს, ან მათთვის მიუწვდომელი გახადეთ.

2. შეინარჩუნეთ კორექტულობა - თავი აარიდეთ წყევლასა და ბილწსიტყვაობას, ეს თქვენს იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს.

3. სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ - "ფეისბუქის" მომხმარებლებს ჯგუფებში გაწევრიანება უყვართ. სანამ რომელიმე ჯგუფის წევრი გახდებით, დაფიქრდით, თუნდაც ჯგუფის სახელი თქვენს რეპუტაციაზე როგორ იმოქმედებს. მაგალითად, ჯგუფები სახელწოდებით " მძულს ჩემი სამსახური", ანდა "მე მიყვარს დალევა" და სხვა მსგავსი სახელწოდების ჯგუფებში გაწევრიანება, თქვენც ნათლად ხედავთ, რომ არ წაგადგებათ.

4. შეამოწმეთ, რა ფოტოზე "გთაგავენ" - ადამიანები ზოგჯერ არ ამოწმებენ, რაზე არიან მონიშნულები. შეამოწმეთ და დარწუნდით, რომ ეს თქვენს უფროსს ნამდვილად მოეწონება. ზოგირთი ფოტო შესაძლოა, სამსახურიდან დათხოვნის მიზეზიც კი გახდეს.

5. სამუშაო საათებში "ფეისბუქზე" ნაკლებად იძრომიალეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ბოლო აქტივობები "ფეისბუქის" პროფილზე აისახება. თქვენს უფროსს ნამდვილად არ მოეწონება, თუკი აღმოაჩენს, რომ სამსახურში "ფერმის გაშენებით" ერთობოდით.

6. იყავით თავდაჭერილი, არ დაამსხვრიოთ თქვენი "ფეისბუქ" იმიჯი - წერეთ მუდამ პოზიტივი, გააზიარეთ პოზიტიური ფოტოები. გახსოვდეთ, რომ ნეგატიური პოსტების კითხვა და თქვენი "წუწუნის" მოსმენა არავის სიამოვნებს. თქვენს მეგობრებს ნუ აგრძნობინებთ, რომ დეპრესიაში ხართ ან ვინმემ გაგაბრაზათ. თქვენს უფროსზე, თანამშრომლებსა და სამსახურზე ცუდს ნურაფერს დაწერთ, თუ რამის თქმა გინდათ, პირდაპირ მათ მიმართეთ.

7. ნუ დატვირთავთ თქვენს პროფილს უსარგებლო და გამაღიზიანებელი ინფორაციით - თქვენს თითოეულ ნაბიჯს "ფეისბუქზე" ნუ დაწერთ. არ დაპოსტოთ ძალიან ბევრი ინფორმაცია, მით უმეტეს, თუ თავადაც ხვდებით, რომ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია უადგილოდ და უსარგებლოდ აღიქვან. ეცადეთ, არ დატოვოთ არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57