თუ ჩვენ ტერორისტების მხარდამჭერები აღმოვჩნდებით, ნატოში არავინ მიგვიღებს - გიორგი ბარამიძე

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 14:41

საქართველოს უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" "როუზ-როს"-ის სემინარის დაწყების წინ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანამ დასავლეთის კურსს გადაუხვიოს.

ბარამიძის განცხადებით, როდესაც საქართველოს შანსები აქვს და უკვე დამკვიდრებულ ტრადიციად იქცა, რომ ნატოს-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, დეპუტატები, მთავრობის წევრები ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროა, რომ ამ ფონზე საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ყველაფერს აკეთებს საქმით იმისათვის, რომ ქვეყანამ ამ გზიდან გადაუხვიოს.

"ბუნებრივია, საქართველოს ნატოში არავინ არ მიიღებს,  თუკი ჩვენ ტერორისტების მხარდამჭერი ქვეყანა ვართ და ამ ტერორისტებს ვამზადებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავეწერებით სომალის და ავღანეთის რიგებში და წესიერად არც არავინ დაგველაპარაკება. არც არანაირი იმედი არ უნდა გვქონდეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების არც მხარდაჭერის და არც დასავლეთ სტრუქტურებში გაწევრიანებისა", -  განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

"ქორთიარდ მარიოტში" ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით "როუზ-როს"-ის რიგით 83-ე სემინარი მიმდინარეობს. სემინარის თემაა სამხრეთ კავკასია, გეოპოლიტიკა, ევროატლანტიკუტო ინტეგრაცია და შიდა გამოწვევები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45