საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის გამოძიებას იწყებს

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 14:40

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა  წულუკიანმა "ნიუ იორკ ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთი სკანდალური საქმის გამოძიებას აპირებს.

 საქმე ეხება ოცი წლის წინ თბილისში შეერთებულ შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის ფრედი ვუდრაფის გახმაურებული მკვლელობას. თეა წულუკიანის აზრით, ეს საქმე თავის დროზე სათანადოდ არ იყო გამოძიებული.

ოფიციალური ვერსიით, ფრედი ვუდრაფი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი კავკასიაში 1993 წლის 8 აგვისტოს ნასვამი მამაკაცის მიერ უმისამართოდ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.

გარდაცვალებამდე ვუდრაფი თბილისში CIA-ის უფროს ოფიცერს ოლდრიჯ ეიმსს მასპინძლობდა, რომელიც მოგვიანებით რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53