ნატოში გაწევრიანება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია - ბიძინა ივანიშვილი

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 13:27

საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ მიმართულებას ინარჩუნებს, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზბულ საერთშორისო სემინარზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

პრემიერმა დელეგატებს 15-წუთიანი სიტყვით მიმართა, რომელშიც ყურადღება ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი საქართველოს სწრაფვაზე გამახვილდა. ბიძინა ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ქვეყნისთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.

"დღეს, როგორც არასდროს, სამხრეთ კავკასიას სჭირდება მაქსიმალური ჩართულობა და მიზანმიმართული მხარდაჭერა. ჩვენი საერთო ამოცანაა განვამტკიცოთ მშვიდობა, გზა გავუხსნათ მდგრად დემოკრატიულ განვითრებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შევძლოთ იმ უდიდესი პოტენციალის სრულად გამოყენება, რომელიც ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონს აქვს. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი ქვეყნისთვის ნატოში გაერთიანება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა 2003 წელს საყოველთაო გამოკითხვით დაადასტურა და ქართველი ხალხის ამ ნებას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ უგულებელყოფს", - განაცხადა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43