თბილისის მერიის ინიციატივით, „თბილისში ბრენდირებული უბნების განვითარების“ შესახებ, კონფერენცია მიმდინარეობს

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 13:01

თბილისის მერიის ინიციატივით, დიდუბის საგამოფენო ცენტრში 4 დღის განმავლობაში, მერიის წარმომადგენლები, არქიტექტორები და ექსპერტები ვორქშოპში - „თბილისში ბრენდირებული (თემატური) უბნების განვითარება“ მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრენდირებული უბნების განვითარებას ქალაქისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ქალაქის განვითარების საკითხებში კერძო და საჯარო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე 2030 წლის თბილისის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელებენ, რომელზეც თბილისის მერია მსოფლიო ბანკის, ქალაქების ალიანსის წარმომადგენლებთან და ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობდა. ქალაქის განვითარების სტრატეგიის მიზანია, დედაქალაქში მუნიციპალური მმართველობის ხარისხისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა და მათი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სტრატეგია ასევე დაეხმარება თბილისს პრიორიტეტული ინიციატივებისა და ხედვების განხორციელებაში. 

ვორქშოპის მეორე და მესამე დღე შერჩეული უბნის (ჯიქიას და ს. ეულის მიმდებარედ) განვითარების საპილოტე სტრატეგიის შემუშავებას დაეთმობა, რომელზეც თბილისის აკადემიის, ტექნიკური უნივერსიტეტების არქიტექტურისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები, ექსპერტები და შერჩეული უბნის მესაკუთრეები ერთობლივად იმუშავებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55